ზელენსკი – არ დავტოვებთ რუსეთის კვალს ჩვენს მიწაზე და არც ერთ მტერს დაუსჯელად
14/04/2023 17:29:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი სამართლიანად აგებს პასუხს ტერორიზმის ყველა გამოვლინებისთვის.
"ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი სასტიკად დაბომბეს. დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ბოროტი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ავლენს თავის არსს. ის უბრალოდ კლავს ხალხს დღის შუქზე და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. აუცილებლად იქნება სამართლიანი პასუხისმგებლობა ტერორიზმის ყველა გამოვლინებაზე. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არცერთ კვალს ჩვენს მიწაზე და არც ერთ მტერს დაუსჯელად", - აცხადებს ზელენსკი.
ამ დროის მონაცემებით, სლავიანსკში მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას 5 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 15. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.


