ერმაკი – რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს
14/04/2023 16:37:09 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამ–არხზე ავრცელებს.
„რუსმა ტერორისტებმა სლავიანსკი დაბომბეს, ქალაქში არანაკლებ 7 აფეთქება გაისმა", - წერს ერმაკი.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამი ხუთსართულიანი სახლი დაბომბეს. ერთი სახლი ნაწილობრივ დანგრეულია.
ამ მომენტისთვის ცნობილია ერთ გარდაცვლილისა და 6 დაშავებულის შესახებ.


