ჩრდილოეთ კორეა შორი მოქმედების რაკეტის გამოცდის თაობაზე იუწყება
14/04/2023 15:36:37 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ პირველად გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს.
როგორც დასავლური მედია იუწყება, შესაძლოა, ეს იყოს გარღვევა ფხენიანის ძალისხმევაში, იქონიოს უფრო ძლიერი, უფრო ძნელად შესამჩნევი იარაღი, რომელიც შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილს მისწვდება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანა ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს.


