Accentnews.ge
ვნუკოვოს აეროპორტი მოსკოვი-თბილისის რეისის გამოჩენას ტექნიკური მიზეზით ხსნის

ვნუკოვოს აეროპორტი მოსკოვი-თბილისის რეისის გამოჩენას ტექნიკური მიზეზით ხსნის

14/04/2023 14:28:43 საზოგადოება

18 აპრილიდან მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - ვნუკოვოს ვებ–საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა იყო.

"ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ აეროპორტში.

"რადიო თავისუფლება" აცხადებს, რომ დაახლოებით ორი საათის წინ [16:30 საათზე] გამოცემას ვნუკოვოს აეროპორტის "ცხელ ხაზზე" უთხრეს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისს ყოველდღიურად შეასრულებდა 18 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე.

BM.GE-სთან საუბარიში Georgian Airways–ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა უარყო, რომ კომპანია 18 აპრილიდან მოსკოვისკენ პირდაპირ ფრენებს იწყებს.

„ინფორმაცია არასწორია. არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა. არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს. მომავალში რა იქნება ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

  • თავდაპირველად ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ თავის ტელეგრამ–არხზე გაავრცელა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა. მან ჯერ დაწერა, რომ ამ ცნობებს ფლობს ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შემდეგ კი ვნუკოვოს აეროპორტის განრიგი გამოაქვეყნა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირდაპირი ფრენების აღგდენა მნიშვნელოვანი იქნება რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S