Accentnews.ge
აუდიტი – თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის გადაუხდელია 609 260 ლარი

აუდიტი – თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის გადაუხდელია 609 260 ლარი

14/04/2023 13:16:56 საზოგადოება

აუდიტის სამსახური თბილისის მერიის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. მისი ცნობით, დოკუმენტი 2021 წლის ფინანსური მდგომარეობის და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზეა შედგენილი.

აუდიტის სამსახური დედაქალაქისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევს სამშენებლო და სხვა სამართადარღვევების გამო გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას. მუნიციპალური ინსპექციიდან აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2021 წელს სამშენებლო წესების და სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 609 260 ლარი იყო.

აუდიტი ასევე ყურადღებას ამახვილებს მერიის კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავებიდან თანხის მიღების პრობლემაზეც. მერიის ქონების მართვის სააგენტოდან აუდიტისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით, გადაუხდელი საიჯარო ქირა პირგასამტეხლოს ჩათვლით თითქმის მილიონნახევარი ლარი იყო. ეს დავალიანება წარმოშობილია როგორც 2021 წელს, ასევე გაულ პერიოდში, წერს აუდიტი.

მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია ამ ორი ტიპის დავალიანება წარმოდგენილი არ არის. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ზოგადად თბილისის მერიაში სამსახურებს შორის არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახური არ არის საკმარისად ინფორმირებული ზედამხედველობის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს მისაღები თანხების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S