შმიგალი – Boeing-მა უკრაინულ კომპანიებს $200 მლნ ღირებულების ვალი ჩამოაწერა
14/04/2023 13:06:00 მსოფლიო
აშშ-ში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ Boeing-ის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინულ კომპანიებს 200 მილიონი დოლარის მოცულობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებენ.
“დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და უკრაინის დახმარებისთვის. სამომავლოდაც განვიხილავთ Boeing-თან თანამშრომლობას”,- წერს შმიგალი.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] განახლებული პროგნოზით, უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის 2029 წლამდე დახურული იქნება. უკრაინასთან ერთად ბელარუსის, მოლდოვისა და რუსეთის საჰაერო სივრცეებშიც ამ დრომდე შენარჩუნდება შეზღუდვები.


