Accentnews.ge
ქართველთა ისტორიული სათვისტომო ლევილში მუზეუმის შექმნის პროცესს აკრიტიკებს

ქართველთა ისტორიული სათვისტომო ლევილში მუზეუმის შექმნის პროცესს აკრიტიკებს

14/04/2023 12:46:06 საზოგადოება

ოთარ ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ძმა და საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი "ფეისბუქზე" ასაჯაროებს კულტურის მინისტრისთვის მიწერილ წერილს. წერილში იგი ქართველთა ისტორიული სათვისტომოს სახელით პროტესტს გამოთქვამს ლევილის მამულში მუზეუმის მოწყობის პროცესთან დაკავშირებით. ლევილის მამულში მუზეუმის მოწყობის იდეა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის და როგორც ოთარ ზურაბიშვილი წერს, პროცესი სათვისტომოს ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. წერილი 12 აპრილით თარიღდება.

"როგორც ჩვენი ასოციაციისათვის, ასევე მთელი ქართული საზოგადოსათვის ლევილის შატო, მისი წარსული და მომავალი, განსაკუთრებული ინტერესისა და ღელვის საგანია.6 წელზე მეტია, რაც ჩვენი სათვისტომო ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედის და მის სხდომებში იღებს მონაწილეობას.

ამიტომ, განცვიფრებული ვართ, რომ სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვეთ ცნობა, თქვენი სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანებულების ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ადასტურებდა მუზეუმის სივრცის კონცეპციის მონაწილეთა პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნას. ამ ინფორმაციას, რომელიც 3 აპრილს ფეისბუქის გვერდზე იქნა განთავსებული, მმართველ კომიტეტთან არავითარი კონსულტაცია არ უძღოდა წინ! შემდეგ კი, 6 აპრილს ეროვნული მუზეუმის ფეისბუქის ახალმა ბმულმა გვაცნობა ლევილის მუზეუმში დირექტორის მოადგილის დანიშვნის შესახებ", - წერს ოთარ ზურაბიშვილი და ჩამოთვლის იმ საკითხებს, რაც სათვისტომოს აღფოთებას და წუხილს იწვევს:

სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყოველგვარი ინფორმაციისა და მმართველ კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე.

ამ მომავალი სააზროვნო ჯგუფიდან საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ჩამოცილება, ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას და, მასთან ერთად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გამოჩენილი მოღვაწეების მთელ პლეადას ისტორიულ წონას უკარგავს.

თქვენს მიერ შექმნილი ახალი ჯგუფის ობიექტის შემოფარგვლა მუზეუმის სივრცის კონცეფციით, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2016 წელს გამოქვეყნებული თავდაპირველი განკარგულებიდან.

ტიერი ბერიშვილის დანიშვნა, რომლის არჩევანი და დანიშვნის პროცედურები ძალიან სადავოა.

ამ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუმჭვირვალობა ფინანსურ გაუმჭვირვალობას უტოლდება, მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ მოვითხოვე, გამოეგზავნათ განხორციელებული ოპერაციებისა და ვალდებულებების ფინანსური ხარჯთაღრიცხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხდომაზე გაკეთებული ეს მოთხოვნა არცერთ ოქმში არ არის შეტანილი.

"შორს ვართ რა ქართული „ვილა მედიჩის“ ამბიციისგან, ოდა და სუვენირების გაყიდვა, გამოხატავს ჩვენი ქვეყნის რედუქციულ და პროვინციული ხედვას, რაც შორსაა ევროპისკენ მიმავალი თანამედროვე საქართველოს იმ იმიჯისგან, რომლის პოპულარიზაციაც ჩვენ გვინდოდა", - წერს ოთარ ზურაბიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრი მის კითხვებს უპასუხებს და სიტუაციის ნორმალიზებას შეეცდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S