ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ არ მიაწვდის იარაღს რუსეთს და დაიცავს ტექნოლოგიურ სანქციებს
14/04/2023 11:11:43 მსოფლიო
ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს უკრაინის ომის მონაწილეებს, განაცხადა პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ი განმა პეკინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ.
ი განის თქმით, ჩინეთი განწყობილია, ეძებოს უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა და აპირებს, გაატაროს „პასუხისმგებლიანი პოლიტიკა“ ექსპორტთან დაკავშირებით.
"ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის მხარეებს", - ციტირებს Associated Press მინისტრს.
მან დასძინა, რომ პეკინი ასევე აპირებს, „აკონტროლოს“ ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი „კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად“. ასეთი პროდუქტები, რომლებიც მოიცავს სამხედრო ტექნოლოგიებს, ექვემდებარება შემაკავებელ ზომებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან.
თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ი განს, გამოიყენოს ჩინეთის როლი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, ომის დასასრულებლად: „უნდა ვიკითხო, ჩინეთი ამ დრომდე რატომ რატომ არ უწოდებს რუსეთს აგრესორს ომის შესაჩერებლას?!“.
იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სთხოვს ჩინეთს იარაღის მიწოდებას, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თებერვალში განაცხადეს და გააფრთხილეს ნატოელი მოკავშირეები. The Washington Post-ის წყაროების თანახმად, რომლებიც იცნობენ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებს, უპირველეს ყოვლისა, კრემლს სჭირდება საარტილერიო ჭურვები, რომელთა დეფიციტმა უკვე განაპირობა ის, რომ ფრონტზე მყოფი ჯარი იძულებულია, ეკონომიურად გამოიყენოს ისინი.
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა, აქრის ვარაუდი, რომ ჩინეთი შესაძლოა, დათანხმდეს პუტინის თხოვნას. მისი თანხმობა ცნობილი გახდა აშშ-ის სამხედროებისთვის ცნობილი გახდა საგარეო დაზვერვის სამსახურის მიმოწერიდან. იქ ნათქვამია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალურმა სამხედრო საბჭომ ნებართვა გასცა რუსეთში იარაღის გაგზავნაზე იმ პირობით, რომ ასეთი მხარდაჭერა საიდუმლო რჩება.
მიუხედავად ამ ცნობებისა, აშშ ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ ჩინეთი რეალურად გადასცემს რაიმე იარაღს რუსეთს ან უწევს „ლეტალური მხარდაჭერას“, განუცხადა WaPo-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა პენტაგონის წყარომ, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები აგრძელებს სიტუაციის „მჭიდროდ მონიტორინგს“.


