Accentnews.ge
გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები –  პატრუშევი და გერასიმოვი საბოტაჟს გეგმავდნენ, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული

გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები –  პატრუშევი და გერასიმოვი საბოტაჟს გეგმავდნენ, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული

14/04/2023 10:33:14 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონილი საიდუმლო ფაილებიდან ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ომი, – იუწყება DW.

გერმანული გამოცემის ცნობით, ამისათვის ისინი აპირებდნენ ჯარების სამხრეთში გადაყვანას.

„X“ დღედ ჩანიშნეს 5 მარტი, როდესაც ვლადიმირ პუტინს ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო და იგი ვეღარ შეძლებდა მიმდინარე პროცესებზე გავლენის ქონას. ამგვარად, გამოცემის წყაროს ცნობით, პუტინი სიმსივნით არის დაავადებული. ფაილებიდან ირკვევა, რომ შემდეგში გერასიმოვმა თავისი გეგმებზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის", – იტყობინება DW.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S