Accentnews.ge
მედია – ბერბოკი ჩინეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს აგრესია უკრაინაში

მედია – ბერბოკი ჩინეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს აგრესია უკრაინაში

14/04/2023 10:28:14 მსოფლიო

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში აგრესიის დასრულებასთან დაკავშირებით, – იუწყება „შპიგელი“.

"ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს და გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესია უკრაინაში", – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბერბოკთან შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიჰყიდის იარაღს უკრაინის ომში მონაწილე მხარეებს და დაარეგულირებს ორმაგი დანიშნულების სამოქალაქო და სამხედრო საქონლის ექსპორტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S