Accentnews.ge
გასულ წელს ირანში სიკვდილით 582 ადამიანი დასაჯეს

გასულ წელს ირანში სიკვდილით 582 ადამიანი დასაჯეს

14/04/2023 08:57:22 მსოფლიო

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 2022 წელს ირანში სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, გასულ წელს სიკვდილით 582 ადამიანი დასაჯეს. ამასთან 2021 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები 75%-ით არის გაზრდილი.

2022 წელი გამოირჩეოდა მასიური ანტისამთავრობო ქმედებებით, მკაცრი რეპრესიებით და უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მათი ჩახშობით.საპროტესტო აქციებმა პიკს სექტემბერში მიაღწია, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მოკლეს, ტანსაცმლის ტარების ისლამური წესების დარღვევაში დადანაშაულებული, 22 წლის მაჰსა ამინი.

აქციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს 20,000-მდე ადამიანი. ირანში სიკვდილით უკვე დასაჯეს აქციებში მონაწილე ოთხი პირი, 100 ბრალდებული ელოდება სასჯელის უმაღლეს ზომას.

გასულ წელს ირანში სიკვდილით დასჯილთა უმრავლესობა ნარკოტიკებისა და მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S