Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა ბახმუტზე შეტევა გაააქტიურა

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა ბახმუტზე შეტევა გაააქტიურა

14/04/2023 06:55:47 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთმა გააქტიურა შეტევა უკრაინის ქალაქ ბახმუტზე. ბრიტანული დაზვერვა მიზეზად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას ასახელებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:

  • უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ბახმუტის დასავლეთ რაიონებს, სადაც გასული 48 საათის განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი საარტილერიო შეტევის ქვეშ იმყოფებოდნენ.
  • „ვაგნერის“ ჯგუფები ძირითადად, იერიშს განაგრძობენ ქალაქის ცენტრიდან, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები კი, მათ ხელს უწყობენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებიდან.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებს მომარაგების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, თუმცა, ორგანიზებულად იხევენ უკან იმ პოზიციებიდან, რომლებსაც იძულებით თმობენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S