მორავეცკი - ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ჩინეთთან მიმართებაში იგივე შეცდომის დაშვებას ცდილობს, როგორიც აქამდე რუსეთთან დაუშვა
14/04/2023 06:42:56 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ჩინეთთან მიმართებაში იგივე შეცდომის დაშვებას ცდილობს, როგორიც აქამდე რუსეთთან მიმართებაში დაუშვა.
“ისინი არაშორსმჭვრეტელურად უყურებენ ჩინეთს, რათა გაყიდონ ევროპული პროდუქტები უზარმაზარი “გეოპოლიტიკური ფასით”, - განაცხადა მორავეცკიმ.
მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ ტაივანთან დაკავშირებით მის განცხადებაზე მინიშნება გააკეთა.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ “არ შეიძლება დღეს და ხვალ უკრაინას ვიცავდეთ, მაგრამ ამავდროულად ვამბობდეთ, რომ ტაივანი ჩვენი საქმე არ არის”.
ამასთან, მან მაკრონის “ევროპული ავტონომიის” საჭიროების შესახებ განცხადება გააკრიტიკა:
“ევროპული ავტონომია მშვენივრად ჟღერს, ხომ ასეა? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული გრავიტაციის ცენტრი ჩინეთისკენ გადაგვაქვს და აშშ-სთან ურთიერთობებს ვწყვეტთ”.


