
აშშ–ის საელჩო – 45 წლის წინ თქვენ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ
14/04/2023 06:14:20 პოლიტიკა, საზოგადოება
აშშ–ის საელჩო საქართველოს დედაენის დღეს ულოცავს.
"გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა."
45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.
გილოცავთ დედაენის დღეს!", აცხადებს აშშ–ის საელჩო.
აშშ-ის ელჩი ლინდა ტომას-გრინფილდი ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთან.
კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე, ლევან ცხვირავაშვილი.
მხატვრები: თამაზ ვარვარიძე და სოფიო კინწურაშვილი.
მოქანდაკე: გუჯი ამაშუკელი