Accentnews.ge
ვიქტორია ნულანდი - აშშ-ს სურს, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

ვიქტორია ნულანდი - აშშ-ს სურს, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

14/04/2023 05:47:48 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყენებას განიხილავს, - ამის შესახებ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნულანდის თქმით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კონგრესის მხარდაჭერით მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით გამოიყენოს.

„სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა“, - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S