Accentnews.ge
ნინო ჟიჟილაშვილი ეხმიანება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას

ნინო ჟიჟილაშვილი ეხმიანება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას

13/04/2023 18:29:04 საზოგადოება

ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი “ფორმულას” გუნდის სახელით ეხმიანება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას „ქოლ–ცენტრების“ თაღლითურ სქემასა და მასთან „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირებზე. ამ საკითხზე მან ისაუბრა საკუთარ გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

“რა თქმა უნდა, არხის დამფუძნებლის მიმართ გაჟღერებული მსგავსი ბრალდება სანდო საერთაშორისო პლატფორმიდან, არის შემაშფოთებელი, დამაზიანებელიც, მინიმუმ საკითხის გარკვევამდე. თუმცა მანამდე რას ვაკეთებთ? ჩვენ ვართ მედია, რომელიც ანგარიშვალდებულია თქვენს წინაშე, ჩვენ ვაჩვენებთ ყველაფერს, გიყვებით ყველაფერს, გაძლევთ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არის სრულიად თავისუფალი და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე შეზღუდვის გარეშე, მათ შორის – არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის შესახებ გამოქვეყნებულ მძიმე სტატიაზეც. თქვენ, კრიტიკოსებმაც შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ, იქნებ “ქართულ ოცნებასაც” მოუნდეს ამ საკითხზე მაინც სტუდიაში მოსვლა, რომელიც მას კომფორტს ურღვევს. “ფორმულა” ამისთვისაც მზად არის.

მოკლედ, ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ყოველთვის. საქმეს იძიებენ კვალიფიციური საერთაშორისო სტრუქტურები და ვნახოთ რა გაირკვევა. ერთი კი ცხადია, რომ როცა კვალს საქართველოსკენ მოჰყავხარ, გამოძიებას ივანიშვილის კართან ვერავინ შეაჩერებს. ფაქტი, რომ „ქოლ-ცენტრები“ ამ ქვეყნიდან მუშაობდა და მუშაობს დღესაც, სწორედ ხელისუფლების „მწვანე შუქით“ და მისი გვერდითი ჯიბისთვის. ამაზე არაერთი გამოძიებაა გაკეთებული და აკეთებს კიდეც სანდო დაშვებებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი პირველი გავიდა სწორედ ჩვენს არხზე. მანამდე კი, ვიდრე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით რაიმეს იტყვის გამოძიება, ჩვენ უფლებას დავიტოვებთ, შევინარჩუნოთ ერთიანობა, “ფორმულა”-ზე მუშაობის სურვილიც, ოლიგარქის რუსული მიზნების გამოაშკარავებისა და კრიტიკის ენთუზიაზმით და ვიმუშავოთ იმ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით, რომლის გარანტიც ამ არხზე, ჟურნალისტებთან და მენეჯმენტთან ერთად არიან არხის დამფუძნებლები, მათ შორის დავით კეზერაშვილი.

რა თქმა უნდა, მირჩევნია, ბრალდება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ არ დადასტურდეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გაჩვენებთ, ყველაფერს გაიგებთ ჩევენგან. პროცესშიც და ფინალშიც. მანამდე, ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი, საერთო მიზნებით, საერთო ღირებულებებით, პრინციპული მიდგომებითა და მთავარით, გემსახუროთ თქვენ ნამდვილი ამბებით, მათ შორის ისეთებითაც, რომელზეც ახლა გესაუბრებით, ჟურნალისტური დილემებით, მაგრამ აუცილებლად სწორად მოსაყოლით”- განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

იხილეთ ასევე: რას წერს BBC ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის როლზე პენსიონრების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისების საქმეში

კეზერაშვილი – BBC-ს გამოძიების შესახებ: "გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S