Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნიდან უკანონო გზით 1 მლრდ რუბლზე მეტის გატანა სცადეს

რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნიდან უკანონო გზით 1 მლრდ რუბლზე მეტის გატანა სცადეს

13/04/2023 16:47:49 მსოფლიო

დასავლური სანქციების საპასუხოდ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული სავალუტო შეზღუდვების მოქმედების ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მოქალაქეებმა უცხოეთში უკანონო გზით 1 მლრდ რუბლზე მეტის (1,04 მლრდ) გატანა სცადეს.

2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში რუსეთიდან ფულის გატანისა და შეტანის კუთხით კანონდარღვევების რაოდენობა ერთბაშად 70%-ითაა გაზრდილი, - იუწყება ფედერალური საბაჟო სამსახური. ამასთან, ფულადი სახსრების გატანისას დარღვევების ჯამურმა რაოდენობამ 10,2 ათასი შემთხვევა შეადგინა, რაც წლიურ გამოხატულებაში 69%-იან ზრდას ნიშნავს, შემოტანისას კი 1,9 ათასი შემთხვევა, ანუ 54%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ყველაზე ხშირ კანონდარღვევად იქცა არადეკლარირებული გატანა (2022 წლის მარტიდან ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობა 10 ათას დოლარს შეადგენს).

ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებს თანხები უკანონოდ თურქეთში, არაბთა საემიროებში, აზერბაიჯანსა და ისრაელში გაჰქონდათ, ფულის არალეგალური შეტანის შემთხვევები კი ფიქსირდებოდა იგივე თურქეთიდან, ასევე საემიროებიდან და ტაჯიკეთიდან.

კანონდარღვევების ნაწილთან დაკავშირებით აღძრულია ადმინისტრაციული, ხოლო ნაწილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S