Accentnews.ge
საიდუმლო მასალები: "რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა"

საიდუმლო მასალები: "რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა"

13/04/2023 16:44:59 მსოფლიო

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარე წელს ნამდვილად არ გაიმართება იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის არმია ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილს გაათავისუფლებს, - წერს "The Washington Post" ამერიკული დაზვერვის რამდენიმე დღის წინ გაჟონილ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით.

"ნებისმიერი განხილული სცენარის შემთხვევაში მოლაპარაკებები მიმდინარე წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა" - ნათქვამია ერთ-ერთ საიდუმლო დოკუმენტში.

ყველაზე მაღალი ალბათობის მქონედ ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს სცენარს, რომლის დროსაც საბრძოლო ველზე გამარჯვებას 2024 წლამდე ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს. ეს იმით აიხსნება, რომ მხარეებს "ეფექტური ოპერაციებისთვის საკმარისი ჯარები და მარაგები არ გააჩნიათ".

საიდუმლო მასალების თანახმად, უკრაინას ჩიხიდან გამოსასვლელად "სრული მობილიზაცია" და რუსეთის ტერიტორიაზე მეტი დარტყმების განხორციელება დასჭირდება, რამაც შესაძლოა, ჩინეთს კრემლის სამხედრო დახმარების დაწყებისკენ უბიძგოს.

თავის მხრივ, რუსეთს ჩიხური სიტუაცია "დეგრადირებული რესურსების" გამოყენებასა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის დაჩქარებას აიძულებს, - თვლიან, დოკუმენტების თანახმად, ამერიკულ დაზვერვაში.

ამ მასალების ნამდვილობა დადასტურებული არაა. არაერთმა ჩინოსანმა ვაშინგტონში, კიევსა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში ისინი "ფეიქად" მოიხსენია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S