Accentnews.ge
აშშ ლავროვის თვითმფრინავს ნიუ-იორკში გაფრენაზე თანხმობას არ აძლევს

აშშ ლავროვის თვითმფრინავს ნიუ-იორკში გაფრენაზე თანხმობას არ აძლევს

13/04/2023 16:40:51 მსოფლიო

აშშ-ს ამ დრომდე არ მიუცია თანხმობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავის ნიუ-იორკში დაშვებაზე, სადაც რუსი დიპლომატი გაერო-ს სხდომას უნდა დაესწროს, ასევე არ დაუმტკიცებია დიპლომატიური ვიზები რუსეთის ელჩებისა და ჟურნალისტებისთვის, - განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.

"მინისტრ ლავროვის სპეცბორტის ირგვლივ გაუგებარი ვითარება იქმნება. აშშ-ის ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუცხადებია თანხმობა თვითმფრინავის ნიუ-იორკში დაშვებაზე, სადაც სერგეი ლავროვი გაერო-ს სხდომაზე დასწრებას გეგმავს. ამერიკული მხარისგან თანხმობას ველით", — აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება ვიზებს, მისი თქით, რუსულმა მხარემ აშშ-ის საელჩოს განაცხადებით ჯერ კიდევ მარტში მიმართა, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი არ დაკმაყოფილებულა.

"ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ჩვენ კი ჯერ კიდევ სრულ გაურკვევლობაში ვართ" - დასძინა ანტონოვმა.

ცნობისთვის: გაერო-ს სხდომა 24–25 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

1 აპრილს რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრას გეგმავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S