Accentnews.ge
დემოგრაფები რუსეთს მოსახლეობის 80 მლნ-ით შემცირებას უწინასწარმეტყველებენ

დემოგრაფები რუსეთს მოსახლეობის 80 მლნ-ით შემცირებას უწინასწარმეტყველებენ

13/04/2023 16:39:46 მსოფლიო

მასობრივი სამხედრო მობილიზაციის, ემიგრაციისა და შობადობის კლების ფონზე რუსეთში დემოგრაფიული კატასტროფა მწიფდება. ნეგატიურ სცენარში, მიგრანტების შედინების გარეშე, რუსეთის მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობა XXI საუკუნის ბოლოსთვის 80 მლნ-ით შემცირდება, - თვლიან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის ინსტიტუტის ექსპერტები.

მათივე გათვლით, ბუნებრივი კლებისა და ემიგრაციის შედეგად ქვეყანას ყოველწლიურად საშუალოდ 390 000-დან 1,1 მლნ-მდე მაცხოვრებელი მოაკლდება და 2100 წლისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა 67,4 მლნ-მდე შეიძლება, დაეცეს.

შედარებისთვის: დაახლოებით ამდენს შეადგენდა რუსეთის მოსახლეობა XIX საუკუნის პირველი ნახევრისთვის; ამდენივე ადამიანი ცხოვრობს სადღეისოდ ტაილანდში (69,6 მლნ), საფრანგეთში (68,9 მლნ), ფილიპინებსა და ტანზანიაში (67,9 მლნ).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S