Accentnews.ge
ჰააგის სასამართლომ რუსეთს ყირიმში უკრაინის აქტივებისთვის $5 მლრდ-ის გადახდა დააკისრა

ჰააგის სასამართლომ რუსეთს ყირიმში უკრაინის აქტივებისთვის $5 მლრდ-ის გადახდა დააკისრა

13/04/2023 16:29:34 მსოფლიო

ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს კომპანია "ნაფტოგაზისთვის" ყირიმში დაკარგული ქონების საფასურად $5 მლრდ-ის ანაზღაურება დააკისრა, - განაცხადა უკრაინული კომპანიის მმართველობის ხელმღვანელმა ალექსეი ჩერნიშოვმა.

რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსიისას ხელში ჩაიგდო ნახევარკუნძულზე არსებული უკრაინული ქონება. ამის საფუძველზე უკრაინის ხელისუფლებამ და ცალკე კომპანია "ნაფტოგაზმა" საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი წარადგინეს.

"საუბარია იმ აქტივების ანაზღაურებაზე, რომელიც გაზის საბადოების ათვისებაზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იმ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო მიმართული, რომელიც ოკუპაციისას აგრესორის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა", — განმარტა ჩერნიშოვმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, იძულებითი წესით აღსრულდეს: როგორც "ნაფტოგაზში" აცხადებენ, თუ რუსეთი მის აღსრულებაზე უარს იტყვის, კომპანიას უფლება აქვს, სხვა ქვეყნებში რუსული ქონების იძულებთი კონფისკაციის პროცესი წამოიწყოს. თუმცა ამას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S