რუსეთში სარკინიგზო დივერსიებისთვის 66 რუსი დააკავეს – მედია
13/04/2023 16:22:34 მსოფლიო
რუსეთში გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული ძალოვანებმა სარკინიგზო დივერსიის საქმეებზე სულ მცირე 66 ადამიანი დააკავეს. მათგან სამი არასრულწლოვანია,– იუწყება „მედიაზონა“, რომელმაც ყველა საჯარო ინფორმაცია მსგავსი დაკავებების შესახებ.
გამოცემის თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა დაკავებების შესახებ ცნობების გამოქვეყნება მხოლოდ 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყეს. საქმეების უმეტესობა ერთი სცენარით აღიძრა: „ახალგაზრდების ჯგუფი დააკავეს სარელეო კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდების გამო (მასში არსებობს აღჭურვილობა, რომელიც არეგულირებს მატარებლების მოძრაობას), რაც მათ ფულის სანაცვლოდ უცნობმა პირმა სთხოვა ტელეგრამის მეშვეობით“. გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, დივერსიის სამიზნე იყო რელსები, წევის ქვესადგურები, სექციური პოსტები და ლოკომოტივები.საერთო ჯამში, სულ მცირე 27 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხშირად გამოძიება იწყებოდა ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით, შემდეგ აკვალიფიცირებდნენ ტერორისტულ თავდასხმად ან საბოტაჟად.
გამოცემა წერს, რომ სარკინიგზო დივერსიის შემთხვევების რიცხვი მატულობს 2023 წლის იანვრიდან მას შემდეგ, რაც კრემლმა გააფართოვა საბოტაჟისთვის სასჯელი. ამ პერიოდში უშიშროების ძალებმა 66 ბრალდებულიდან 51 დააკავეს.
2022 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საბოტაჟისთვის სასჯელს ამკაცრებს. საბოტაჟის განსახორციელებლად შექმნილი თემების ორგანიზატორებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. სისხლის სამართლის კოდექსში ასევე გაჩნდა სასჯელი წვრთნისა და დივერსიის თანამზრახველობისთვის, მოწოდებისა და წახალისებისთვის. მანამდე პუტინი უშიშროების ძალებს ჯაშუშებისა და დივერსანტების ქმედებების „მკაცრად აღკვეთა“ მოსთხოვა.
„მედიაზონა“ წერს, რომ დაკავებულიდან 58-ის დაახლოებითი ასაკია ცნობილი. მათგან 20 არასრულწლოვანია, 25 18-დან 21 წლამდე, 30 წელს გადაცილებული მხოლოდ რვა დაკავებულია.


