
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
13/04/2023 13:35:52 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5229 ლარი ეღირება, ევრო – 2.7795 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1554 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5261 ლარი ღირდა, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1374 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 აპრილს ამოქმედდება.