Accentnews.ge
The Washington Post პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის წყაროს ასახელებს

The Washington Post პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის წყაროს ასახელებს

13/04/2023 12:53:20 მსოფლიო

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის წყარო ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც დოკუმენტებს დახურულ "ჩათში" ე.წ. „გეიმერებისთვის" აქვეყნებდა“, – იუწყება The Washington Post.

გამოცემის ცნობით, იგი ამ დოკუმენტებს აქვეყნებდა, რათა „მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჰყოლოდა ნაცნობები“.

როგორც The Washington Post იტყობინება, გამოცემამ მოახერხა დახურული "ჩათის" მონაწილეებთან დაკავშირება Discord მესენჯერში, სადაც გამოჩნდა საიდუმლო დოკუმენტები.

"ჩათი" იმ "გეიმერებს" აერთიანებს, რომლებიც გატაცებულნი არიან იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით და ქრისტიანობით. "ჩათში" შესვლა მხოლოდ მოწვევით ხდებოდა. ჟურნალისტებმა მოახერხეს "ჩათში" გამოქვეყნებული თითქმის სამასამდე საიდუმლო დოკუმენტის გაცნობა. ჯგუფის ორმა წევრმა გამოცემას განუცხადა, რომ მათ იციან იმ პირის ნამდვილი სახელი, რომელმაც გამოაქვეყნა დოკუმენტები, მაგრამ არ გაამჟღავნებენ მის ვინაობას, სანამ საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს.

ეჭვმიტანილის აღწერისას მისი ნაცნობები ამბობენ, რომ იგი დაახლოებით 20-25 წლისაა, ნავარჯიშევი და ქარიზმატულია. თავად გაჟონვის სავარაუდო წყარო დახურულ "ჩათში" ჰყვებოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის საჭირო დროის ნაწილს სპეციალურ ოთახში ატარებდა, სადაც ელექტრონული მოწყობილობების შეტანა შეუძლებელია. იგი საიდუმლო ინფორმაციას "ჩათის" მონაწილეებს უყვებოდა და როდესაც მათ მის შეტყობინებებზე რეაგირება შეწყვიტეს, მან დაიწყო დოკუმენტების ფოტოების გამოქვეყნება - ზოგიერთი მათგანი შეიცავდა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დეტალურ დიაგრამებს და უკრაინის ელექტროსადგურებზე რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგების შესახებ საიდუმლო სატელიტურ სურათებს. სხვა დოკუმენტებში ნაჩვენები იყო შეერთებულ შტატებზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული დარტყმის შესაძლო ტრაექტორია", – იუწყება The Washington Post

როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ჩათის" მონაწილეებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, აზიის ქვეყნებიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

"ჩათის" მონაწილეებს არ სჯერათ, რომ გაჟონვის ავტორი უცხოური დაზვერვის აგენტია. მაგრამ იქ ისინი აღნიშნავენ, რომ საუბრებში წყარო აკრიტიკებდა აშშ-ის მთავრობას, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო საზოგადოებას მათი სურვილის გამო "ჩაახშონ თავიანთი მოქალაქეები და ისინი სიბნელეში ამყოფონ", – იტყობინება გამოცემა.

ორშაბათს პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები "სერიოზულ რისკებს შეიცავს ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის". გაჟონვის შედეგების შესასწავლად აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ჯგუფი შეიქმნა. ამასთან, უწყება საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების გამკაცრებას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S