Accentnews.ge
ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისთვის პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო

ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისთვის პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო

13/04/2023 11:31:40 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოში ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ გახსნა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას, შექმნის ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვისა და სარეაბილიტაციო სერვისებს. ასევე, პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრებაში.

პროექტი, „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ დირექტორმა ეკატერინე გურგენიძემ, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანიმ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. შეხვედრაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S