ნორვეგია ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს აძევებს
13/04/2023 10:57:34 მსოფლიო
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ მოქმედებდნენ.
„მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებას ევროპაში, რამაც რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა გამოიწვია“, - აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ.


