Accentnews.ge
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა

13/04/2023 10:03:24 ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურია ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერას.

"ფინანსთა მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა მიმოიხილეს საქართველოში ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S