
სეტყვამ და ქარმა საგარეჯოს ხუთი სოფელი დააზარალა
13/04/2023 09:03:47 საზოგადოება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა 5 სოფელი დააზარალა. დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები.
სეტყვა მოვიდა სოფლებში: დიდი და პატარა ჩაილური, მანავი, ყანდაურა და ბადიაური.
დღეს სეტყვა და ძლიერი ქარი იყო გურჯაანსა და ლაგოდეხშიც.