Accentnews.ge
უფლებადამცველები: ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები ყველაზე ხშირია 2015 წლის შემდეგ

უფლებადამცველები: ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები ყველაზე ხშირია 2015 წლის შემდეგ

13/04/2023 09:00:34 მსოფლიო

ირანში გასულ წელს "დრამატულად გაიზარდა" სიკვდილით დასჯის შემთხვევები, აცხადებენ უფლებადამცველი ჯგუფები.

"2022 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 582 ადამიანი, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია" - აღნიშნავენ ნორვეგიაში განთავსებული ორგანიზაცია "ირანის ადამიანის უფლებები" (IHR) და საფრანგეთში მოქმედი ორგანიზაცია "ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ".

IHR-ის დირექტორის თქმით, თეირანისთვის შემაკავებელ ფაქტორად მოქმედებს საერთაშორისო კრიტიკა, თუმცა ირანი განაგრძობს სიკვდილით დასჯის გამოყენებას საზოგადოებაზე ზეწოლისთვის - იმ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, რომლებიც მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S