Accentnews.ge
Bloomberg: WSJ-ს ჟურნალისტ გერშკოვიჩის დაპატიმრების სანქცია პირადად პუტინმა გასცა

Bloomberg: WSJ-ს ჟურნალისტ გერშკოვიჩის დაპატიმრების სანქცია პირადად პუტინმა გასცა

13/04/2023 07:24:34 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტიმა პირადად გასცა სანქცია, "The Wall Street Journal"-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დაეპატიმრებინათ, - იუწყება "Bloomberg" წყაროებზე დაყრდნბით.

ეს "ცივი ომის" დროიდან რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით უცხოელი ჟურნალისტის დაპატიმრების პირველი შემთხვევაა.

"პროცესში პრეზიდენტ პუტინის პირადი ჩართულობა იმის მანიშნებელია, რომ კრემლში მკაცრი ხაზისა და ვაშინგტონთან კონფრონტაციის გაღრმავების მომხრეთა გავლენა იზრდება", - განუცხადეს "Bloomberg"-ს საქმეში ჩახედულმა წყაროებმა.

ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის პრეზიდენტ ალინა პოლიაკოვას აზრით, გერშკოვიჩის დაპატიმრება გამოწვევაა არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ პუტინის ხედვით, სტაბილურ ურთიერთობებთან დაბრუნება უკვე შეუძლებელია.

კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "ეს პუტინის გადაწყვეტილება არ ყოფილა და სპეცსამსახურების სრული პრეროგატივაა", თუმცა "Bloomberg"-ის წყაროების ცნობით, საუბარია სწორედ იმ სპეცსამსახურის ინიციატივაზე, რომელიც უშუალოდ პუტინს ექვემდებარება.

"The Wall Street Journal"-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. რუსულმა სასამართლომ მას ჯაშუშობაში დასდო ბრალი და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსული გამოძიების მტკიცებით, გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო საწარმოს საქმიანობის თაობაზე. ამასთან, კონკრეტიკა საქმის შესახებ ამ დრომდე არ განსაჯაროებულა და არც რაიმე მტკიცებულებები ყოფილა წარმოდგენილი.

გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს. "The Wall Street Journal"-ის რედაქცია ჯაშუშობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, ატარებდა ეკატერინბურგელთა გამოკითხვას მათი პოზიციის დასადგენად იმ დანაკარგების შესახებ, რომლებსაც უკრაინაში არაფორმალური გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერი" განიცდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S