Accentnews.ge
"უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის" ვიდეოზე რუსების რეაქცია  – ISW-ის ანალიზი

"უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის" ვიდეოზე რუსების რეაქცია  – ISW-ის ანალიზი

13/04/2023 07:21:14 მსოფლიო

რუსი ნაციონალისტური საზოგადოება აგრძელებს „მხეცობის განდიდებას და ადვოკატირებას“,– ასკვნის ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსხწავლელი ინსტიტუტი (ISW) მას შემდეგ, რაც გააანალიზა რუსი სამხედრო ბლოგერების რეაქცია სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც სავარაუდოდ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს.

„ვაგნერთან“ დაკავშირებული ტელეგრამ–არხი ცდილობდა, გაემართლებინა თავის მოკვეთა იმით, რომ ორივე მხარე სასტიკ ქმედებებს ახორციელებდა და თქვა, რომ ეს თავის მოკვეთა არ იქნებოდა ომის დროს ბოლო ძალადობრივი სიკვდილით დასჯა. არხი ამტკიცებდა, რომ ომის დროს სისასტიკეში დადანაშაულება ჰგავს რბოლის დროს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმებას. იგივე არგუმენტი იყო გამოყენებული „ვაგნერის“ სიკვდილით დასჯის წინა ორი ვიდეოს განხილვისას“, - ნათქვამია ანგარიშში.

„რუსული ჯარების მხრიდან ამგვარი ძალადობრივი ტაქტიკის ხანგრძლივი გამოყენება და მათი მხარდაჭერა რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ძირს უთხრის პროფესიონალიზმს და დისციპლინას რუსეთის არმიაში“, დასძენს ანალიტიკოსები.

გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა თავიანთ მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში კრემლის "რუსიფიკაციის" კამპანიამ უკუშედეგი მოახდინა თავად რუსეთზე, რადგან ის აძლიერებს აშკარად ნაციონალისტურ ხმებს და იდეოლოგიებს.

მკვლევარების დაკვირვებით, რუსმა ნაციონალისტებმა, რომელთა შორის არიან ოფიციალური პირებიც და კრემლის პოლიტიკის გამტარებელი ბლოგერები, უკრაინის "რუსიფიკაციის" კამპანიის საფუძვლად გამოყენებული ქსენოფობიური იდეოლოგია მიმართეს რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგაც. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია გაძლიერდება.

11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსი ჯარისკაცები აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეს და თავს ჭრიან დანით. ისმის მსხვერპლის ხმა „მტკივა, შეჩერდი“. სად და როდის არის ვიდეო გადაღებული, უცნობია.

ამერიკული სატელევიზიო არხი CNN იტყობინება, რომ კვირის განმავლობაში ორი ასეთი ვიდეო გამოჩნდა, რომლებშიც სავარაუდოდ უკრაინელი ჯარისკაცების თავის მოკვეთა იყო ნაჩვენები. ისინი გადაღებულია სხვადასხვა მოვლენების დროს. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვიდეო ახლახანს არის გადაღებული, მეორე კი (11 აპრილის საღამოს რომ გავრცელდა) - გამწვანების დონით თუ ვიმსჯელებთ - როგორც ჩანს, ზაფხულშია გადაღებული.

სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის მიხედვით, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული სიცოცხლისა და ტყვეობის ჰუმანური პირობები. სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ან არასათანადო მოპყრობა ომის დანაშაულია. ომის დროს მედიაში არაერთხელ გამოჩნდა ვიდეო უიარაღო უკრაინელი სამხედროების მკვლელობის ან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S