Accentnews.ge
აშშ და ლატვია ადასტურებენ უკრაინაში თავიანთი სამხედროების ყოფნას, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ

აშშ და ლატვია ადასტურებენ უკრაინაში თავიანთი სამხედროების ყოფნას, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ

13/04/2023 06:30:03 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები და ლატვია ადასტურებენ თავიანთი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ ცნობებს, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.

„საელჩოში წარმოდგენილია აშშ-ის მცირე სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მუშაობს თავდაცვის ატაშეს ოფისთან ერთად, რათა დაგვეხმაროს, ვიმუშაოთ იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც შედის უკრაინაში ან იქიდან გადის“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელი სამხედროები საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.

რაც შეეხება ლატვიას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების ფუნქციების შესასრულებლად გზავნიან. საუბარია უკრაინაში ლატვიის საელჩოს და ტვირთების დაცვაზე, მაგრამ არა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

მანამდე სოციალურ ქსელებში გაჟონა პენტაგონის "საიდუმლო დოკუმენტებმა", რომელიც მედიის ცნობით, აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე დასავლური ქვეყნის, მათ შორის აშშ-ისა და ლატვიის სამხედროები იმყოფებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S