ფხენიანმა შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტი გამოსცადა
13/04/2023 06:01:32 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოცადა, - იუწყება Reuters სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით.
როგორც იტყობინებიან, რაკეტამ, რომელიც ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს, დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა.
სამხრეთ კორეა რაკეტის გამოცდას „მძიმე პროვოკაციად აფასებს“.
ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან.
თეთრმა სახლმა „მკაცრად დაგმო“ შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა.
რაკეტის გაშვებამ შეშფოთება გამოიწვია იაპონიაშიც. ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობის ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლის განკარგულება გასცა, მაგრამ გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა. იაპონიის თავდაცვის მინისტრის იასუკაზუ ჰამადას განცხადებით, რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა.


