Accentnews.ge
მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 200 მლნ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 200 მლნ დოლარს გამოუყოფს

12/04/2023 19:21:01 მსოფლიო

მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 200 მლნ დოლარს გამოუყოფს

სახსრები გამოიყოფა ფონდიდან URTF, რომელიც მსოფლიო ბანკმა უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, სახელმწიფო მომსახურების უზრუნველსაყოფად და უკრაინისთვის დახმარების განსახორციელებლად შექმნა.

მსოფლიო ბანკის გარდა ფონდში წვლილი შეაქვთ ავსტრიის, კანადის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ელექტრომომარაგების ქსელების რემონტი, მათ შორის ახალი ტრანსფორმატორებისა და სხვა ტექნიკის შეძენა, ასევე მობილური ბოილერების სადგურების გამართვა.

შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის 50%-ზე მეტი დაზიანდა, რის გამოც მილიონობით უკრაინელს ენერგომომარაგების, გათბობისა და წყალმომარაგების პრობლემები შეექმნა.

უკრაინელი ინჟინრების ძალისხმევით ელექტროსადგურების უდიდესი ნაწილი კვლავ მიერთებულია ქსელს და მსხვილ ქალაქებში პრაქტიკულად შეწყდა ელექტრომომარაგების პრობლემები, მაგრამ პრობლემები კვლავაც რჩება რაიონებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S