უკრაინის პრემიერი – გავიმარჯვებთ ომში, მაგრამ მიზნის მისაღწევად მეტი სამხედრო დახმარება დაგვჭირდება
12/04/2023 17:56:21 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინელები ომში გაიმარჯვებენ, მაგრამ მიზნის მისაღწევად მათ მეტი სამხედრო დახმარება სჭირდებათ. ამის შესახებ, მედიის ცნობით, მან აშშ–ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, შმიგალმა ოსტინს უკრაინისთვის F-15 და F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გავიმარჯვებთ ომში, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად, უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება დასჭირდება", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.


