მედია – აშშ სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან
12/04/2023 17:20:35 მსოფლიო
აშშ ახალ სანქციებს აწესებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად ეხმარებიან, – იუწყება „ბიბისის“ რუსული სამსახური.
მისი ცნობით, სასანქციო სიაში 100-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში.
მედიის ცნობით, სანქციები უწესდებათ ჩინურ, თურქულ, არაბულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან. სიაში მოხვდა ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომელიც ბუდაპეშტშია ბაზირებული, თუმცა კრემლის დაქვემდებარებაშია.


