თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაცის ფარგლებში, სულ მცირე, 15 პირი დააკავეს
12/04/2023 17:10:25 მსოფლიო
სტამბოლში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, სულ მცირე, 15 ეჭვმიტანილი დააკავეს, – იუწყება თურქული მედია.
ანტიტერორისტული ოპერაცია ერთდროულად სტამბოლის რვა რაიონში, 12 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა.
დაკავებული ეჭვმიტანილები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.


