სიმ სამხედროებს მოუწოდა, "მზად იყვნენ რეალური ომისთვის"
12/04/2023 16:19:33 მსოფლიო
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხედროებს მოუწოდა, "მზად იყვნენ რეალური საბრძოლო მოქმედებებისთვის".
"აუცილებელია, გააქტიურდეს ძალისხმევა საბრძოლო სამხედრო მომზადების მიმართულებით, გაღრმავდეს კვლევები სამხედრო საქმის კუთხით და განახლდეს არმიის წვრთნის ტაქტიკაცა და მეთოდებიც. ამასთანავე, უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი უნარი, დროულად და სათანადოდ ვრეაგირებდეთ რთულ სიტუაციებში, ეფექტურად ვიცავდეთ ჩინეთის სუვერენიტეტს" - განაცხადა სიმ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საბრძოლო სარდლობის სამხრეთ ზონის ინსპექტირებისას.
მანამდე ჩინურმა არმიამ ტაივანის სიახლოვეს სამდღიანი წვრთნები გამართა. ეს ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ცაი ინვენის აშშ-ში ვიზიტს მოჰყვა. ჩინეთის საგარეო უწყებამ წვრთნებს უწოდა "გაფრთხილება სეპარატისტებისა და მათთან შეკრული გარე ძალებისთვის, რომელთა მიზანს პროვოკაცია წარმოადგენს".


