Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკა – პუტინის დაკავების ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტისთვის

სამხრეთ აფრიკა – პუტინის დაკავების ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტისთვის

12/04/2023 14:56:14 მსოფლიო

სამხრეთმა აფრიკამ აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებისთვის გაცემული საერთაშორისო ორდერი "დაბრკოლებაა" ორგანიზაცია BRICS-ის სამიტისთვის, რომელიც ქვეყანაში აგვისტოში უნდა გაიმართოს.

პრეტორია, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი. ორგანიზაციაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

მაგრამ სამხრეთ აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ იგი პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს.

პუტინისა და ბავშვთა უფლებების რწმუნებულ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ეჭვის გამო. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს დეპორტაციას, ასევე აცხადებს, რომ არ ცნობს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას. სასამართლოს პროკურორისა და რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S