Accentnews.ge
სამხრეთ კორეა აშშ-ს უკრაინელებისთვის 500 000 ჭურვს მიაწვდის

სამხრეთ კორეა აშშ-ს უკრაინელებისთვის 500 000 ჭურვს მიაწვდის

12/04/2023 14:41:39 მსოფლიო

უკრაინას საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში სამხრეთ კორეაც დაეხმარება.

აშშ თავის აზიელ მოკავშირეს 500 000 ერთეული 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვლის მიწოდებაზე შეუთანხმდა, ამ გზით გამოთავისუფლებული ამერიკული საბრძოლო მასალა კი უკრაინას გადაეცემა, - წერს კორეული გამოცემა "DongA Ilbo".

აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის შესაბამის კონტრაქტს მარტში მოეწერა ხელი.

2022 წელს კორეამ უკვე მიჰყიდა აშშ-ს 100 000 ჭურვი ამერიკულ საწყობებზე არსებული მარაგების შესავსებად, რამაც ვაშინგტონს საკუთარი ჭურვების უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობა მისცა.

ამჯერად აშშ-მა სეულს კვლავ 100 000 ერთეული სთხოვა, თუმცა კორეულმა მხარემ ხუთჯერ მეტის მიწოდება გადაწყვიტა, - აღნიშნავს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S