Accentnews.ge
სერბეთის თავდაცვის მინისტრი: "სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს უკრაინას"

სერბეთის თავდაცვის მინისტრი: "სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს უკრაინას"

12/04/2023 13:00:31 მსოფლიო

სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს, ასევე არც იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტთან არიან „დაკავშირებული“. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ცნობას, რომ სერბეთი იარაღს აწვდის უკრაინას.

„ეს ტყუილი ჩვენ ათზე უფრო მეტჯერ უარვყავით და ახლა კვლავ ვაკეთებთ ამას“, - თქვა ვუჩევიჩმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი იარაღს აწვდის მესამე ქვეყნებს, რომლებიც შორს არიან უკრაინის კონფლიქტიდან და არაფერი აქვთ მასთან საერთო.

„ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ კონფლიქტის ტერიტორიაზე რაღაც ჯადოქრობით აღმოჩნდება რაიმე იარაღი, მაგრამ სერბეთთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. ეს შეკითხვა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იცავენ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებების დებულებებსა და საქმიან პრაქტიკას. ვიმეორებ: სერბეთს არ გაუგზავნია იარაღი უკრაინაში და ყველაფერი, რაც ამ თემაზე ქვეყნდება, არასანდო მარჩიელობაა“, - აღნიშნა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა.

Reuters ახლახან ინტერნეტში გაჟონილი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ანალიზზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სერბეთი დათანხმდა, კიევს გაუგზავნოს საბრძოლო იარაღი ან უკვე გააგზავნა ის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S