Accentnews.ge
მედია –  ირანი ჩინეთთან და რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს სარაკეტო საწვავის მიწოდების თაობაზე

მედია –  ირანი ჩინეთთან და რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს სარაკეტო საწვავის მიწოდების თაობაზე

12/04/2023 12:31:48 მსოფლიო

ირანიამონიუმის პერქლორატის შესყიდვის შესახებ ჩინეთთან და რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, – იუწყება Politico. ეს არის ნივთიერება რომელიც აუცილებელია რაკეტების მყარი საწვავის საწარმოებლად.

გამოცემის ცნობით, უცნობია, რა რაოდენობის ქიმიკატების შესყიდვა სურს ირანს, მაგრამ, ზოგიერთი შეფასებით, საქმე ეხება პარტიას, რომელიც საკმარისია ათასობით რაკეტის საწარმოებლად, მათ შორის რაკეტა Zolfaghar-ისა, რომლის ფრენის სიშორე 700 კილომეტრია. საბრძოლო მასალის უდიდესი ნაწილი შეიძლება რუსეთს მიეწოდოს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოცემის წყაროების თანახმად, ირანის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის სახელმწიფო საწარმო „ანოზიტთან“, რომელიც ქიმიკატებს აწარმოებს. „ანოზიტი“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წლის დამდეგს ხელმოწერილი განკარგულებით შევიდა სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხში“.

Politico-ს წყაროები არ აზუსტებენ, ჩინეთის რომელი კომპანიები მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. ამასთან, გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ამონიუმის პერქლორატის ჩინეთიდან ირანისთვის შესაძლო მიწოდება ჩინეთს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს.

როგორც გამოცემა იყტობინეება, თეირანის, პეკინისა და მოსკოვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს არ უპასუხეს ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე.

თუკი გარიგება შედგება, ეს იქნება ირანის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უხეში დარღვევა. გაეროს 2015 წლის რეზოლუციის თანახმად, ქვეყნებს ეკრძალებათ ირანისთვის ამონიუმის პერქლორატის მიყიდვა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელიც გასულ თვეში ესტუმრა მოსკოვს, ღიად არ დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების წინადადებით გამოვიდა. პეკინმა დარეგულირების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, მაგრამ კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს წინადადებები კიევს აიძულებს, რუსეთის მიმართ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.

"აშშ-მა და ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილეს ჩინეთი, თავი შეიკავოს მოსკოვის სამხედრო დახმარებისგან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უარყოფს ცნობებს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე. ჩინეთმა რუსეთს რამდენიმე სახეობის აღჭურვილობა გაუგზავნა, მაგრამ ექსპორტი ძალზე მოკრძალებული იყო, მათ შორის იმიტომ, რომ პეკინს არ სურს ურთიერთობების გამწვავება თავის მნიშვნელოვან პარტნიორებთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან", აღნიშნავს Politico.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S