გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო
12/04/2023 11:51:25 მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო.
სანქცირებულთა შორის ოლიგარქების სულეიმან კერიმოვის, ანდრეი სკოჩისა და ვლადიმირ ევტუშენკოვის ნათესავებიც არიან.
ოფიციალური ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს თავისი აქტივების დამალვაში ეხმარებოდნენ.


