Accentnews.ge
ჯანმო – ჩინეთში H3N8 ფრინველის გრიპით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანმო – ჩინეთში H3N8 ფრინველის გრიპით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

12/04/2023 10:52:23 მსოფლიო

ჩინეთში H3N8 ფრინველის გრიპით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - იუწყება Reuters ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ფრინველის გრიპი იშვიათია ადამიანებში და შტამი ადამიანებს შორის არ ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 56 წლის ქალი გუანდონგის სამხრეთ პროვინციიდან იყო მესამე ადამიანი, რომელსაც ფრინველის გრიპის H3N8 ქვეტიპი დაუდასტურდა.

Reuters-ის ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის გუანდონგის ცენტრმა გასული თვის ბოლოს მესამე დადასტურებული შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ქალის გარდაცვალების დეტალები არ გამოუქვეყნებია. ცნობილია ის, რომ ქალს ჰქონდა ცოცხალ ფრინველთან კონტაქტის ისტორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S