მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაკავშირებული არიან მაჩულიშჩის აეროდრომზე მოწყობილ დივერსიასთან
12/04/2023 10:10:31 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ უწყების თანამშრომლები 26 თებერვალს ბელარუსის აეროპორტ მაჩულიშჩიში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდნენ, – იუწყება The Economist.
მისი ცნობით, დივერსიული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50.
"აეროდრომზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე უკრაინის სპეცსამსახურის აგენტები მათი მეთაურების ბრძანებების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ვაშინგტონმა ეს ინფორმაცია ელექტრონული დაზვერვის დახმარებით შეიტყო", – იტყობინება გამოცემა.
უკრაინულ მხარეს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


