სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო ვრცელდება
12/04/2023 09:20:08 მსოფლიო
სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, რუსი სამხედროს მიერ სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.
ვიდეოში, რომელიც წუთ-ნახევარი გრძელდება, ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რაციაზე და აძლევს მითითებებს მეორეს, რომელიც თავს აჭრის მიწაზე დაგდებულ კაცს. ჩანაწერში ასევე ჩანს, თუ როგორ აჩვენებენ სავარაუდოდ, რუსი სამხედროები ვიდეოკამერაზე უკრაინულ განმასხვავებელნიშნიან ტყვიაგაუმტარ ჟილეტს.
უცნობია როდის, სად და ვის მიერ არის გადაღებული ვიდეო. კადრში მოხვედრილი მწვანე ბალახი და ფოთლები იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ იგი გადაღებულია 2022 წლის ზაფხულში. ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურებულა.
„ინსაიდერის“ ცნობით, ერთ-ერთმა პირველმა სამხედროფორმიანი მამაკაცის თავის მოკვეთის ვიდეო ტელეგრამის არხ "მამრობითი სახელმწიფოს" შემქმნელის ვლადისლავ პოზდნიაკოვის დახურულმა არხმა გამოაქვეყნა. ვიდეო ასევე გავრცელდა იმ რუსულ ტელეგრამის არხებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ასევე გამოქვეყნდა უკრაინულ სოციალურ ქსელებში.
ინტერნეტში ვიდეოს გამოჩენიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ყველაფერზე იქნება პასუხი და დადგება პასუხისმგებლობა". ერმაკს არ დაუკონკრეტებია, თუ რასთან დაკავშირებით დაიდო მისი ეს "პოსტი". უკრაინული ტელეგრამის არხები ვარაუდობენ, რომ ეს არის პასუხი სავარაუდო უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის თაობაზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


