რუსეთი ადამიანის უფლებათა გლობალურ ევროპულ ალიანსს ტოვებს
12/04/2023 08:30:51 მსოფლიო
რუსეთი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ევროპულ ქსელს ტოვებს, - განაცხადა რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ.
მისივე მტკიცებით, ხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა "კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკურ კონიუნქტურაზე აშკარა დამოკიდებულებაში მოექცა".
"როცა ეს რუსოფობური მეტასტაზები ადამიანის უფლებათა სფეროსაც მოედო, ორგანიზაციიდან ჩვენი გასვლის პროცესი შეუქცევადი გახდა", — დასძინა ომბუდსმენმა.
იმავე დღეს რუსეთის სახალხო დამცველი კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელს შეხვდა - ტერორისტულად აღიარებული ორანიზაციისა, რომლის წევრებმა გასული წლის ნოემბერში რუსეთის მოქალაქე ევგენი ნუჟინი უროს თავში ჩარტყმით საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით.


