Accentnews.ge
რუსებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც დატყვევებულ უკრაინელს თავს ჭრიან

რუსებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც დატყვევებულ უკრაინელს თავს ჭრიან

12/04/2023 08:24:22 მსოფლიო

რუსულმა ტელეგრამის არხებმა 11 აპრილის, საღამოს, უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეოს გავრცელება დაიწყეს.

ვიდეოს დაფარული ვერსია უკრაინელმა ბლოგერმა იგორ ლაჩენკოვმაც გამოაქვეყნა.

"რუსებმა გადაიღეს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცის სასტიკი თავის მოკვეთის საშინელი ვიდეო. ეს არის რუსული არმიის კიდევ ერთი საზარელი დანაშაული და კაცობრიობის ყველა კონვენციისა და მორალური პრინციპის დარღვევა", - განაცხადა ლაჩენკოვმა.

მან აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს.

მომხდარს მოკლე ფრაზით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი: "ყველაფერზე იქნება პასუხი და პასუხისმგებლობა."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S