Accentnews.ge
პურის მცხობელთა ასოციაცია – პური ათი თეთრით გაიაფდა

პურის მცხობელთა ასოციაცია – პური ათი თეთრით გაიაფდა

12/04/2023 07:44:13 საზოგადოება

პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პურის ფასმა დაიკლო. მისი ცნობით, მომხმარებელი დღეიდან სავაჭრო ობიექტებში ფართო მოხმარების პურს ათი თეთრით ნაკლებად შეიძენს.

მწარმოებლების განმარტებით, მიზეზი ბაზარზე ფქვილზე შემცირებული ფასებია.

მწარმოებლები ამ ეტაპზე მოლაპარაკებას აწარმოებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფების გადახედვა მოხდეს. მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პურის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S