
გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, სერბეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა
12/04/2023 06:19:44 მსოფლიო
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, რომლებმაც სოციალურ ქსელებში გაჟონა, სერბეთი დათანხმდა კიევისთვის იარაღის მიწოდებას, ან უკვე მიაწოდა ომში მყოფ ქვეყანას ის.
The Guardian-ის ცნობით, დოკუმენტი ევროპის მთავრობების პასუხების შეჯამება უკრაინის თხოვნაზე სამხედრო წვრთნისა და „ლეტალური დახმარების“ ან იარაღის თაობაზე იყო ერთ-ერთი ათობით საიდუმლო დოკუმენტს შორის, რომელიც გავრცელდა.
გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, სერბეთმა უარი თქვა უკრაინული ძალების გაწვრთნაზე, მაგრამ აიღო ვალდებულება ლეტალური დახმარების გაგზავნაზე ან უკვე მიაწოდა იგი. მასში ასევე ნათქვამია, რომ სერბეთს აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, მომავალში უკრაინას იარაღი მიაწოდოს.
ცნობისთვის: გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გაჟონა სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფოტომასლებმა, რომლებიც ეხება უკრაინას და მის მომავალ კონტრშეტევას და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის – არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე ჩინეთსა და ირანს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეას და ისრაელსაც. არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი ნამდვილია. ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იძიებს.